"მესამე ძალის" თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე, თბილისის სარებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი სერგო ჩიხლაძე იქნება. ჩიხლაძე ასევე საბურთალოს მაჟორიტარობისთვისაც იბრძოლებს.
დედაქალაქის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები ვაშაძემ დღეს გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.
"თამარ კეკენაძე არის თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ფართო გამოცდილები მქონე როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ", - თქვა ვაშაძემ.
რაც შეეხება თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს, მათი სია ასეთია:
- საბურთალო - სერგო ჩიხლაძე;
- კრწანისი - დავით ცეკვავა;
- ისანი - თეონა ჭალიძე;
- გლდანი - ნანა ტოხვაძე;
- დიდუბე- ოთარ ბაღათურია;
- სამგორი- ვახტანგ იაშვილი;
- ვაკე- პაატა ჩიქოვანი;
- მთაწმინდა- ირაკლი გოგუაძე;
- ჩუღურეთი - ავთანდილ ჩართოლანი;
- ნაძალადევი- ზაზა კორთხონჯია;
ქართული ოცნებიდან თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძვის, ოპოზიციის კანდიდატი კი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაა.
გუშინ ცნობილო გახდა, რომ თბილისის მერობისთვის ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარიაც იბრძოლებს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.